Wednesday, September 28, 2011

საერთაშორისო პროექტის შესახებ

პროგრამის ფარგლებში ფონდის თბილისის მოზარდთა სახლი ხელმძღვანელობით სკოლაში ა.წ. 11 თებერვალს შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი Civic. კლუბის შემადგენლობაში შედის 20 მოსწავლე. მათი შერჩევა მოხდა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც წინასწარ იყო ჩამოყალიბებული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში. კლუბის სამუშაო დევიზია: ,,თავისუფალი აზროვნება თავისუფალ საზოგადოებას”. კლუბს გააჩნია სამუშაო წესდება და ლოგო.

კლუბი Civic ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში.
კლუბმა მონაწილეობა მიიღო PH International -ის მცირე გრანტების კონკურსში და წარადგინა 13 პროექტი
გამოავლინდა 7 გამარჯვებული სკოლა. მათ შორის 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრის მარი თურქიშვილის პროექტი – ,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა”, რომლის განხორციელებაზეც კლუბი ამჟამად მუშაობს.

პროექტი “მოხუცები სიცივის გარეშე”
ა. წ. 18 მაისს, 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა Civic და ფონდმა თბილისის მოზარდთა სახლი, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც 113 მოხუცი ცხოვრობს, განახორციელეს ერთობლივი პროექტი ,,მოხუცები სიცივის გარეშე”.

51-ე სკოლის ხელოვნების სტუდიის აღსაზრდელებმა მოხუცებისათვის გამართეს კონცერტი. კონცერტში მონაწილეობა თავად მოხუცებმაც მიიღეს.

პროექტი “ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა”
51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა Civic, ასევე განახორციელა პროექტი „ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა“. პროექტი განხორციელდა რამოდენიმე ეტაპად.
პირველ ეტაპზე ბავშვებისათვის შეიძინეს საჩუქრები: საკრავი ინსტრუმენტი ,,იამაჰა”, მაგიდის ფეხბურთი, აკვარიუმი თევზებით, სახატავი საშუალებები.
ა. წ. 25 მაისს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მოეწყო აქცია სისხლის ბანკში. მასწავლებლებმა, მშობლებმა და სტუდენტებმა ჩააბარეს სისხლი. ეს აქცია არ არის ერთჯერადი იგი გაგრძელდება მომავალშიც.

“დავეხმაროთ ბავშვებს”
ა. წ. 29 მაისს ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მშობელთა სახლის ტერიტორიაზე ეგიდით ,,დავეხმაროთ პატარებს”. კლუბის წევრებმა დაამზადეს და დაარიგეს 600 საინფორმაციო ფლაერი. აქციაზე მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები: PH International-ის წარმომადგენლები, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი, 51-ე სკოლის დირექტორი, ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები, სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები და წმიდა კვირიკეს და ივლიტას სახ. ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სახლს შესწირა ღვთისმშობლის ხატი და ტკბილეული. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 39-ე, 161-ე, 175-ე, 11-ე საჯარო და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა.

დაჯილდოვება
28 ივნისს 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაჯილდოვება. წარმოდგენილი იყო 51 სკოლის 16 წარმატებული კლუბი, რომლებმაც მოაწყეს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი Civic - ი ერთადერთი კლუბი იყო, რომელმაც ორი სერტიფიკატი მიიღო.
ამერიკული ორგანიზაცია PH International აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID–ის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში შედის საზაფხულო ბანაკებში სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეების დასვენება. წელს ჩვენი სკოლიდან ბაზალეთის საზაფხულო ბანაკში დაისვენებს ოთხი მოსწავლე : ანა ლითანიშვილი, მარიამ თურქიშვილი , მაგდა ლორია და თამარ კიკნაველიძე.

პროექტი სამოქალაქო განათლებაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID და ორგანიზაცია PH International ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიან პროგრამას საქართველოს 9 რეგიონში. ამ პროგრამაში ჩართულია 500-მდე სკოლა, მათ შორის 51-ე საჯარო სკოლა.

ბიბლიის კონკურსი

2011 წლის აპრილის თვეში ჩატარდა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომლის სარაიონო და საქალაქო ტურებში წარმატებით გამოვიდნენ 51-ე საჯარო სკოლის გუნდები - “კელაპტარი” და “შარავანდი”.
საფინალო ტურში მონაწილეობდა უფროსი ასაკის გუნდი “შარავანდი”.
კონკურსისათვის გუნდები მოამზადა ისტორიის პედაგოგმა თამარ ჩაფიძემ
კონკურსის მუსიკალური ნომრები მოამზადა პედაგოგმა ლელა სამხარაძემ

რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფეერენსია

51-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ მონაწილეობა მიიღო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ყოველწლიურ რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში .
წარდგენილი იყო 12 თემა
კონფერენციაზე 1 ხარისხის დიპლომით დაჯილგოვდნენ:
11/4 კლასის მოსწავლე რუსუდან გურაშვილი (პედაგოგი ანა კუპრავა)
11/4 კლასის მოსწავლე გიორგი ახვლედიანი(პედაგოგი ანა კუპრავა)
11/3 კლასის მოსწავლე ნინო ბერიშვილი (პედაგოგი მაია შაღაშვილი)
12/2 კლასის მოსწავლე თამუნა ბებიაშვილი, თამთა გოგელაშვილი (პედაგოგი ნაილი წერეთელი)
მე-2 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა ნინო მღებრიშვილი (პედაგოგი ანა კუპრავა)

“კონფლიქტების ევოლუცია”

საზოგადოებრივ ი მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით 51-ე საჯარო სკოპლაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე -”კონფლიქტების ევოლუცია”.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა მე-7კლასიდან 12-ე კლასის ჩათვლით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 22 თემა
მოსწავლეებმა თემების საპრეზენტაციოდ გამოიყენეს smart -დაფა

“დედამიწა ჩემი სახლია”

2011 წლის 11 მაისს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რესპუბლიკური მასშტაბის სასკოლათაშორისო კონკურსის მესამე ეტაპი გეოგრაფიაში დევიზით “დედამიწა ჩემი სახლია” რომელიც ამავერ სკოლის კურსდამთავრებულების- ლაშა ბეჟაშვილისა და გიორგი პურიჭამიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა .
დასკვნით ეტაპს წინ უძღოდა სასკოლო და რეგიონალური ტურები.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლები იყვნენ ჩართულნი.
პირველი ეტაპი გაიმართა 19 მარტს სკოლის მასშტაბით. გამარჯვებული ნაშრომები მეორე ეტაპისათვის გადაეცათ შესაბამის რესურსცენტრებს. რაიონულ ტურში გჰამარჯვებული ნაშრომები კი დასკვნითი, მესამე ეტაპისათვის 31 მარტამდე გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

კონკურსის დასკვნითი ეტაპისათვის 13 საჯარო სკოლის (თბილისის, ცაგერის, თელავის, რუსთავის, სენაკის, წნორის, სამტრედიის, სურამის, ხაშურის ) მოსწავლეთა საუკეთესო საკონფერენციო ნაშრომები გამოილვეთა
ნაშრომების განხილვამდე 51-ე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, მაია მაძღარაშვილმა წარმოადგინა სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბის მიერ ვაშლოვანის ნაკრძალში მოწყობილი ლაშქრობის ამსახველი ვიდეო რგოლი, რომელის ეძღვნებოდა ტრაგიკულად დაღუპული ლაშასა და გიორგის ხსოვნას.

კონკურსსანტების ნაშრომები შეაფასა ჯიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
მაია ბლიაძე - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, გეოგრაფიის სახელმძღვანელოთა ავტორი
ნოდარ ელიზბარაშვილი - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი
თინა ბალაშვილი - თბილისის მოსწავლეთა სასახლის გეოგრაფიის კაბინეტის გამგე
ნანა გოგაშვილი - 99-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, თბილისის საპატიო მასწავლებელი

რესპუბლიკური გეოგრაფიული კონკურსის გამარჯვებულები:
1 ადგილი - რუსთავის მე-20 საჯარო სკოლა: ანა წერეთელი, მარიამ პაიჭაძე.(ლია ჯოჯუა)
1 ადგილი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლა: თამუნა ბებიაშვილი, თამთა გოგელაშვილი. (პედაგოგი ნაილი წერეღთელი)
2 ადგილი - თბილისის მე-2 საჯარო სკოლა. ანა სოსელია (პედაგოგი ნუგზარ არჩვაძე)
2 ადგილი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. სოფო გოდერძიშვილი (პედაგოგი მაია მაძღააშვილი)
3 ადგილი - სურამის მე-3 საჯარო სკოლა. გვანცა ლოთუაშვილი. (პედაგოგი მაია ჩადდუნელი)
3 ადგილი - სენაკის მე-3 საჯარო სკოლა. ანა ჯულაყიძე (პედაგოგი თამარ ნარსია)

კონკურმა გამოავლინა აგრეთვე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები
ნომინაცია -“ეკოლოგიური პრობლემების გაშუქება”
ნომინაცია - “საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება”
ნომინაცია - “ორიგინალური ხედვა”
ნომინაცია - “ საუკეთესო ვიდეო რგოლი”
დასკვნითი ეტაპის ყველა მონააწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით
განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ქალბატონ ნაილი წერეთლის როლი კონკურსის მომზადების საქმეში, რისთვისაც კათედრის სახელით ვუხდით მადლობას

საერთაშორისო პროექტი EUROCLIO - ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია

საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციამ EUROCLIO-სთან ერთად დაიწყო საერთაშორისო პროექტის “ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით” განხორციელება
პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა რამოდენიმე სკოლა, მათ შორის 51-ე საჯარო სკოლა.
პროექტის პარგლებში ანა კუპრავამ 11/4 კლასში ჩაატარა საპილოტე გაკვეთილი თემაზე “გაყოფილი ლუკმა”, რომელიც შეეხებოდა უკრაინელთა მიგრაციას პროცესს საქართვე.ოში.

საპილოტე გაკვეთილს ესწრებოდნენ:
ევროკლიოს საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი, სოფიის,ტირნოვოს,პლოვდივის უნივერსიტეტების პროფესორი, ბულგარეთის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რუმიანა კიშევა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე პროექტის კოორდინატორი საქართველოს მხრიდან ნანა ციხისთავი
ისტორიის დოქტორი, პროექტის კოორდინატორი საქართველოს მხრიდან ელენე მეძმარიაშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კიკნაძე
ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის ევროპული სკოლის პედაგოგი მანანა შეყილაძე
ასიაციის წევრები: თბილისის N72 საჯარო სკოლის პედაგოგები ევა მამედოვა და ნინა ზულუმიანი