Sunday, December 27, 2009

პროექტი–ჩემი გარემო

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გადაწყვეტილებით პროექტების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში,,ჩემი გარემო,დაიწყო მუშაობა პროექტზე–ძველი ქანდა.მცხეთის რაიონის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის შედეგად მოძიებული და დამუშავებული იქნა მასალები სოფლის გეოგრაფიული აღწერილობის, ისტორიის,კულტურული ძეგლების,სახალხო დღესასწაულების,დიალექტისა და დემოგრაფიის შესახებ.ჩვენი კათედრის პედაგოგები და პროექტში ჩართული მოსწავლეები რამოდენიმეჯერ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სოფელ ძველ ქანდაში,სადაც შეხვდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს.დასრულებული მასალა განთავსდა საიტზეlemill. net

კონკურსი

51–ე საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ინიაციატივით ორგანიზებული კონკურსის,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას,შესარჩევი შიდა სასკოლო ტური.კონკურსში მონაწილეობას იღებდა უფროსკლასელთა სამი გუნდი, რომელთა შორის გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ,,ივირონმა.მოსწავლეები კონკურსისათვის მოამზადა ისტორიის პედაგოგმა თამარ ჩაფიძემ.

Friday, November 20, 2009


2009 წლის 10 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ, გეოგრაფიის მასწავლებლის ნაილი წერეთლის თაოსნობით მოაწყო მე-11 კლასელების შეხვედრა გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორთან, რაფიელ დანიბეგაშვილის პრემიის ლაურიატთან გია ჭანტურიასთან.



ბატონმა გია ჭანტურიამ მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე - „მონარქიის თანამედროვე ინსტიტუტი“, მოკლედ მიმოიხილა ბრიტანეთის სამეფო ოჯახების ისტორია, დედოფალ ელისაბედ II-ის ბიოგრაფია.



შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების უამრავ შეკითხვას და აჩვენა საინტერესო ვიდეო მასალა

Saturday, October 17, 2009

სურათები

ილიაობა

ყეენობა.



თბილისობა.

ალილოობა.

ჭიაკოკონობა.

ვაჟაობა.

ბერიკაობა.





Friday, October 16, 2009

პროექტი

1. პროექტის სახელი – სახალხო დღესასწაულები.

2. პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში დამკვიდრებულ სახალხო დღესასწაულებს

3. პროექტის სრული აღწერა:

საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად ქცეული ნორმები გარკვეული პერიოდის შემდეგ დღესასწაულად იქცეოდა. ზოგი საერთო იყო მთელი საქართველოსთვის, ზოგიც კი მხოლოდ ცალკეულ კუთხეებში აღინიშნებოდა. განსხვავებულია მათი ასაკი და წარმოშობის ისტორია. მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით უნდა მოიძიონ ინტერნეტსა თუ სპეციალურ ლიტერატურაში მასალები სახალხო დღესასწაულების შესახებ, განასხვავონ წარმართული, ქრისტიანობასთან დაკავშირებული და შედარებით ახლად დამკვიდრებული დღესასწაულები. დაალაგონ რეგიონების მიხედვით, შეისწავლონ მათი წარმოშობის ისტორია,მოაწყონ ექსკურსიები, შეხვდნენ ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, მოიძიონ ფოტო და ვიდეო მასალა, შექმნან ვებ–გვერდი, მოაწყონ გამოკითხვა მოსახლეობაში იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამა თუ იმ დღესასწაულზე.

4. პროექტის მონაწილეთა ასაკი - 9–10 კლასის მოსწავლეები.

5. პროექტის განხორციელების ვადები – 3–4თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში – მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, პრეზენტაციების მოწყობა, ცხრილების შედგენა, სლაიდების ან ვიდეო მასალის ჩვენება.

7. მოსალოდნელი შედეგი - შეიქმნება პროექტის ვებ–გვერდი, მომზადდება ფოტო–ალბომი.

8. სარგებელი სხვებისთვის - პროექტის ვებ–გვერდის გაცნობის შემდეგ დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით და შესაძლოა მომავალში სურვილი გაუჩნდეთ აღადგინონ რომელიმე დავიწყებული დღესასწაული.

9. სამუშაო ენა -ქართული.

10. საგნებთან ან საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი - ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები განავითარებენ სხვადასხვა უნარებს შემდეგ საგნებში: ისტორიაში - შეისწავლიან წარმოშობის ისტორიას და განვითარებას, გეოგრაფიაში - აჯგუფებენ დღესასწაულებს რეგიონების მიხედვით და შექმნიან რუკას, ლიტერატურაში - განსაზღვრავენ რომელიმე მწერლის თუ პოეტის შემოქმედებაში თუ ჰპოვა ასახვა ან თუ არის რაიმე ნიმუში ხალხურ შემოქმედებაში, ხელოვნებაში - ამ დღესასწაულების ამსახველი ნახატების მიმოხილვით,ფოტო გადაღებებით,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანა კუპრავა–თბილისის 51–ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი.