პროგრამის ფარგლებში ფონდის თბილისის მოზარდთა სახლი ხელმძღვანელობით სკოლაში ა.წ. 11 თებერვალს შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი Civic. კლუბის შემადგენლობაში შედის 20 მოსწავლე. მათი შერჩევა მოხდა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც წინასწარ იყო ჩამოყალიბებული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში. კლუბის სამუშაო დევიზია: ,,თავისუფალი აზროვნება თავისუფალ საზოგადოებას”. კლუბს გააჩნია სამუშაო წესდება და ლოგო.
კლუბი Civic ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში.
კლუბმა მონაწილეობა მიიღო PH International -ის მცირე გრანტების კონკურსში და წარადგინა 13 პროექტი
გამოავლინდა 7 გამარჯვებული სკოლა. მათ შორის 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრის მარი თურქიშვილის პროექტი – ,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა”, რომლის განხორციელებაზეც კლუბი ამჟამად მუშაობს.
პროექტი “მოხუცები სიცივის გარეშე”
ა. წ. 18 მაისს, 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა Civic და ფონდმა თბილისის მოზარდთა სახლი, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც 113 მოხუცი ცხოვრობს, განახორციელეს ერთობლივი პროექტი ,,მოხუცები სიცივის გარეშე”.
51-ე სკოლის ხელოვნების სტუდიის აღსაზრდელებმა მოხუცებისათვის გამართეს კონცერტი. კონცერტში მონაწილეობა თავად მოხუცებმაც მიიღეს.
პროექტი “ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა”
51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა Civic, ასევე განახორციელა პროექტი „ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა“. პროექტი განხორციელდა რამოდენიმე ეტაპად.
პირველ ეტაპზე ბავშვებისათვის შეიძინეს საჩუქრები: საკრავი ინსტრუმენტი ,,იამაჰა”, მაგიდის ფეხბურთი, აკვარიუმი თევზებით, სახატავი საშუალებები.
ა. წ. 25 მაისს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მოეწყო აქცია სისხლის ბანკში. მასწავლებლებმა, მშობლებმა და სტუდენტებმა ჩააბარეს სისხლი. ეს აქცია არ არის ერთჯერადი იგი გაგრძელდება მომავალშიც.
“დავეხმაროთ ბავშვებს”
ა. წ. 29 მაისს ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მშობელთა სახლის ტერიტორიაზე ეგიდით ,,დავეხმაროთ პატარებს”. კლუბის წევრებმა დაამზადეს და დაარიგეს 600 საინფორმაციო ფლაერი. აქციაზე მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები: PH International-ის წარმომადგენლები, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი, 51-ე სკოლის დირექტორი, ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები, სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები და წმიდა კვირიკეს და ივლიტას სახ. ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სახლს შესწირა ღვთისმშობლის ხატი და ტკბილეული. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 39-ე, 161-ე, 175-ე, 11-ე საჯარო და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა.
დაჯილდოვება
28 ივნისს 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაჯილდოვება. წარმოდგენილი იყო 51 სკოლის 16 წარმატებული კლუბი, რომლებმაც მოაწყეს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი Civic - ი ერთადერთი კლუბი იყო, რომელმაც ორი სერტიფიკატი მიიღო.
ამერიკული ორგანიზაცია PH International აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID–ის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში შედის საზაფხულო ბანაკებში სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეების დასვენება. წელს ჩვენი სკოლიდან ბაზალეთის საზაფხულო ბანაკში დაისვენებს ოთხი მოსწავლე : ანა ლითანიშვილი, მარიამ თურქიშვილი , მაგდა ლორია და თამარ კიკნაველიძე.
Wednesday, September 28, 2011
პროექტი სამოქალაქო განათლებაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID და ორგანიზაცია PH International ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიან პროგრამას საქართველოს 9 რეგიონში. ამ პროგრამაში ჩართულია 500-მდე სკოლა, მათ შორის 51-ე საჯარო სკოლა.
ბიბლიის კონკურსი
2011 წლის აპრილის თვეში ჩატარდა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომლის სარაიონო და საქალაქო ტურებში წარმატებით გამოვიდნენ 51-ე საჯარო სკოლის გუნდები - “კელაპტარი” და “შარავანდი”.
საფინალო ტურში მონაწილეობდა უფროსი ასაკის გუნდი “შარავანდი”.
კონკურსისათვის გუნდები მოამზადა ისტორიის პედაგოგმა თამარ ჩაფიძემ
კონკურსის მუსიკალური ნომრები მოამზადა პედაგოგმა ლელა სამხარაძემ

რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფეერენსია
51-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ მონაწილეობა მიიღო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ყოველწლიურ რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში .
წარდგენილი იყო 12 თემა
კონფერენციაზე 1 ხარისხის დიპლომით დაჯილგოვდნენ:
11/4 კლასის მოსწავლე რუსუდან გურაშვილი (პედაგოგი ანა კუპრავა)
11/4 კლასის მოსწავლე გიორგი ახვლედიანი(პედაგოგი ანა კუპრავა)
11/3 კლასის მოსწავლე ნინო ბერიშვილი (პედაგოგი მაია შაღაშვილი)
12/2 კლასის მოსწავლე თამუნა ბებიაშვილი, თამთა გოგელაშვილი (პედაგოგი ნაილი წერეთელი)
მე-2 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა ნინო მღებრიშვილი (პედაგოგი ანა კუპრავა)

“კონფლიქტების ევოლუცია”
საზოგადოებრივ ი მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით 51-ე საჯარო სკოპლაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე -”კონფლიქტების ევოლუცია”.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა მე-7კლასიდან 12-ე კლასის ჩათვლით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 22 თემა
მოსწავლეებმა თემების საპრეზენტაციოდ გამოიყენეს smart -დაფა

“დედამიწა ჩემი სახლია”
2011 წლის 11 მაისს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რესპუბლიკური მასშტაბის სასკოლათაშორისო კონკურსის მესამე ეტაპი გეოგრაფიაში დევიზით “დედამიწა ჩემი სახლია” რომელიც ამავერ სკოლის კურსდამთავრებულების- ლაშა ბეჟაშვილისა და გიორგი პურიჭამიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა .
დასკვნით ეტაპს წინ უძღოდა სასკოლო და რეგიონალური ტურები.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლები იყვნენ ჩართულნი.
პირველი ეტაპი გაიმართა 19 მარტს სკოლის მასშტაბით. გამარჯვებული ნაშრომები მეორე ეტაპისათვის გადაეცათ შესაბამის რესურსცენტრებს. რაიონულ ტურში გჰამარჯვებული ნაშრომები კი დასკვნითი, მესამე ეტაპისათვის 31 მარტამდე გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
კონკურსის დასკვნითი ეტაპისათვის 13 საჯარო სკოლის (თბილისის, ცაგერის, თელავის, რუსთავის, სენაკის, წნორის, სამტრედიის, სურამის, ხაშურის ) მოსწავლეთა საუკეთესო საკონფერენციო ნაშრომები გამოილვეთა
ნაშრომების განხილვამდე 51-ე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, მაია მაძღარაშვილმა წარმოადგინა სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბის მიერ ვაშლოვანის ნაკრძალში მოწყობილი ლაშქრობის ამსახველი ვიდეო რგოლი, რომელის ეძღვნებოდა ტრაგიკულად დაღუპული ლაშასა და გიორგის ხსოვნას.
კონკურსსანტების ნაშრომები შეაფასა ჯიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
მაია ბლიაძე - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, გეოგრაფიის სახელმძღვანელოთა ავტორი
ნოდარ ელიზბარაშვილი - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი
თინა ბალაშვილი - თბილისის მოსწავლეთა სასახლის გეოგრაფიის კაბინეტის გამგე
ნანა გოგაშვილი - 99-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, თბილისის საპატიო მასწავლებელი
რესპუბლიკური გეოგრაფიული კონკურსის გამარჯვებულები:
1 ადგილი - რუსთავის მე-20 საჯარო სკოლა: ანა წერეთელი, მარიამ პაიჭაძე.(ლია ჯოჯუა)
1 ადგილი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლა: თამუნა ბებიაშვილი, თამთა გოგელაშვილი. (პედაგოგი ნაილი წერეღთელი)
2 ადგილი - თბილისის მე-2 საჯარო სკოლა. ანა სოსელია (პედაგოგი ნუგზარ არჩვაძე)
2 ადგილი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. სოფო გოდერძიშვილი (პედაგოგი მაია მაძღააშვილი)
3 ადგილი - სურამის მე-3 საჯარო სკოლა. გვანცა ლოთუაშვილი. (პედაგოგი მაია ჩადდუნელი)
3 ადგილი - სენაკის მე-3 საჯარო სკოლა. ანა ჯულაყიძე (პედაგოგი თამარ ნარსია)
კონკურმა გამოავლინა აგრეთვე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები
ნომინაცია -“ეკოლოგიური პრობლემების გაშუქება”
ნომინაცია - “საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება”
ნომინაცია - “ორიგინალური ხედვა”
ნომინაცია - “ საუკეთესო ვიდეო რგოლი”
დასკვნითი ეტაპის ყველა მონააწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით
განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ქალბატონ ნაილი წერეთლის როლი კონკურსის მომზადების საქმეში, რისთვისაც კათედრის სახელით ვუხდით მადლობას

საერთაშორისო პროექტი EUROCLIO - ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია
საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციამ EUROCLIO-სთან ერთად დაიწყო საერთაშორისო პროექტის “ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით” განხორციელება
პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა რამოდენიმე სკოლა, მათ შორის 51-ე საჯარო სკოლა.
პროექტის პარგლებში ანა კუპრავამ 11/4 კლასში ჩაატარა საპილოტე გაკვეთილი თემაზე “გაყოფილი ლუკმა”, რომელიც შეეხებოდა უკრაინელთა მიგრაციას პროცესს საქართვე.ოში.
საპილოტე გაკვეთილს ესწრებოდნენ:
ევროკლიოს საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი, სოფიის,ტირნოვოს,პლოვდივის უნივერსიტეტების პროფესორი, ბულგარეთის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რუმიანა კიშევა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე პროექტის კოორდინატორი საქართველოს მხრიდან ნანა ციხისთავი
ისტორიის დოქტორი, პროექტის კოორდინატორი საქართველოს მხრიდან ელენე მეძმარიაშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კიკნაძე
ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის ევროპული სკოლის პედაგოგი მანანა შეყილაძე
ასიაციის წევრები: თბილისის N72 საჯარო სკოლის პედაგოგები ევა მამედოვა და ნინა ზულუმიანი

სტუმარი სკოლაში
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტთან, ისტორიკოსთან და პუბლიცისტთან ზვიად დოლიძესთან.
სტუმარმა უფროსკლასელებს გააცნო დოკუმებტური მასალები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, კერძოდ საქართველო-სომხეთის ომის შესახებ.

“13 საბედისწერო დღე”
ანა კუპრავამ და კობა წენგუაშვილმა ოკუპაციის დღის აღსანიშნავად 11/4 და 11/5 კლასებს ჩაუტარეს ერთობლივი გაკვეთილი. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს უჩვენეს ამერიკელი რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “საბჭოთა იმპერია”
25 თებერვალი
საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით 51-ესაჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პედაგოგემა - თ. ჯავახიშვილმა და ა. კუპრავა-გოგოლაძემ 9/3 და 9/4 კლასის მოსწავლეებისათვის მოაწყვეს სასწავლო- საგანმანათლებლო ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში
ვიქტორინა -კონკურსი “დავით IV აღმაშენებელი”
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ვიქტორინა -კონკურსი “დავით IV აღმაშენებელი”
კონკურსზე წარმოდგენილი იყო 5 გუნდი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ყველა მე-9 კლასის მოსწავლეები
კონკურსი ჩატარდა 3 ტურად. თითოეულ ტურში დასმული იყო 5-5 შეკითხვა.
კონკურსის შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი - 9/4 კლასი
2 ადგილი - 9/5 კლასი
3 ადგილი - 9/3 კლასი

ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბი
ეკონომიკის პედაგოგის ნინო ჯარიაშვილის ინიციატივით და XI4 , XI5 მოსწავლეების ჩართვით, სკოლაში შეიქმნა ახალგაზრდა ეკონომისტების კლუბი. კლუბის მიზანი იყო საერთაშორისო მაშტაბით აღიარებული “გლობალური ბიზნეს ეთიკის” პროგრამის გავლა. პროგრამა მოიცავს ეთიკისა და ღირებულებების საკითხების განხილვას, სპეციალური სიტუაციური სავარჯიშოების თანხლებით. სემესტრის დასასრულს მოხდა მოსწავლეთა სერთიფიცირება. ახალგაზრდა ეკონომისტებმა მიიღეს “ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს” სახელმძღვანელო და სერთიფიკატი.
“პროფესიები”
10/2 კლასში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ეკატერინე გაბოძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი – “პროფესიები”
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები ძველი და თანამედროვე პროფესიების შესახებ
აჩვენეს სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები პროფესიების პრესტიჟულობის ხარისხის შესახებ
გაკვეთილზე სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა პოეტი ... არაბული
სტუდენტებმა ისაუბრეს თავიანთი მომავალი პროფესიის არჩევანზე
პოეტმა ა. არაბულმა მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი ლექსები

მინი-კონფერენცია თემაზე “როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართელოს სხვა და სხვა კუთხეში
2010 წლის 22 დეკემბერს VI5 კლასმა წარმოადგინა მინი-კონფერენცია თემაზე “როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართელოს სხვა და სხვა კუთხეში“.
კლასი დაყოფილი იყო ჯგუფებად კუთხეების მიხედვით. მათ მომზადებული ჰქონდათ თემები ქართული კუთხური საახალწლო ადათ-წესების და ტრადიციების შესახებ, ფოლკლორის ნიმუშები(ხალხური ლექსები, ცეკვები, სიმღერები), ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული საახალწლო ნუგბარი და კერძი ჰქონდა გაშლილი ქართულ საახალწლო ტაბლაზე.
სამეგრელოს წარმომადგენლებმა სტუმრებს მეგრულ ენაზე მიულოცეს ლექსით ახალი წელი, სვანეთის ჯგუფმა საინტერესო ფოტო მასალა წარადგინა, მთიულები, გურულები და კახელები არ ჩამორჩნენ სხვა კუთხეებს და დარბაზი საკუთარი მუსიკალურობით და კუთხეების ისტორიის და ეთნოგრაფიის ზედმიწევნით კარგად ცოდნით მოხიბლეს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა გერსამიამ, VI5 კლასის მოსწავლეები , მიუხედავად მათი მცერეწლოვანებისა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში არსებულ ბავშვთა უნივერსიტეტში მიიწვია.

სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
51 –ე სკოლაში ჩატარდა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები და სხვადასხვა ღონისძიებები.
ისტორიის პედაგოგებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მასალები აფხაზეთის ისტორიის, აფხაზი და ქართველი ხალხის ტრადიციების და ადათ–წესების შესახებ
2010 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა გაკვეთილები თემაზე „სოხუმის დაცემა“ .
-მოსწავლეებმა მოიძიეს და მოიტანეს ფოტო მასალები და პუბლიკაციები ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით.
-ასევე გაიმართა დისკუსიები, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით
-გაკვეთილების შემდეგ უფროსკლასელთა ჯგუფმა პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.

Monday, September 19, 2011
კონკურსი–ვიქტორინა “რელიგიები და ეთნოსები საქართველოში”
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში– “რელიგიები და ეთნოსები საქართველოში” მონაწილეობა მიიღო 51–ე საჯარო სკოლის 11/4 კლასის გუნდმა.
პედაგოგი ანა კუპრავა–გოგოლაძე.
პროექტის მიზანი:
ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა
უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება
ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნების–”რელიგიები საქართველოში” და “ეთნოსები საქართველოში” პოპულარიზაციას
პროექტის მხარდამჭერი:
პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით
მონაწილე გუნდები:
ვიქტორინა–კონკურსში მონაწილეობდნენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლების 11–ე კლასელთა გუნდები
51–ე საჯარო სკოლის გუნდმა გამარჯვება და პირველი ადგილი მოიპოვა
გამარჯვებულთა დაჯილდოვება:
51–ე საჯარო სკოლის XI კლასელთა გუნდი: მარიამ თურქიშვილის, რუსუდან გურაშვილის, ანა ლითანიშვილის, ბექა ბატიაშვილის, გიორგი ახვლედიანის და ნინო მღებრიშვილის შემადგენლობით, პედაგოგი ანა კუპრავა–გოგოლაძე დაჯილდოვდნენ ციფრული ფოტოაპარატებით
მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები
51–ე საჯარო სკოლა დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელით

''ვისმენ მავიწყდება, ვხედავ ვიმახსოვრებ, ვაკეთებ ვიცი''
3 დეკემბერს 8/2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი დევიზით–„ვისმენ მავიწყდება, ვხედავ ვიმახსოვრებ, ვაკეთებ ვიცი“ (კონფუცი), რომელზეც წარმოდგენილი იყო „სამთავროს ველის“ მასალები.
მოსწავლეებმა პრეზენტაზიების სახით გააკეთეს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოს შესახებ ანგარიში.
ნაჩვენები იყო უძველესი ნამოსახლარების, სამაროვნების და მცხეთის მუზეუმის ექსპონატების ფოტო მასალები. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ შთაბეჭდილებებზე, რა ცოდნა მიიღეს პრაქტიკული სამუშაოს ჩატარებიდან და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს პროექტებს სასწავლო პროცესის საინტერესო წარმართვის საქმეში.

პროექტი მცხეთა სამთავროს ველი საბავშვო არქეოლოგია
2010 წლის 7 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის 8/2 და 7/5 კლასის მოსწავლეთა ჯგუფი იმყოფებოდა სასწავლო - საგანმანათლებლო ექსკურსიაზე მცხეთაში
„ სამთავროს ველზე “, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ - ნაკრძალის ახალ პროექტში „საბავშვო არქეოლოგია“.
პროექტი მოზნად ისახავს მოსწავლეთა დაინტერესებას საქართველოს უძველესი ისტორიით, არქეოლოგიის როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას.
ბავშვები თავად უნდა გახდნენ არქეოლოგები - „აღმოაჩინონ“ და „შეისწავლონ“ მატერიალური კულტურის ძეგლები: გაწმინდონ, გაზომონ, დაათარიღონ, რესტავრირება ჩაუტარონ ნაპოვნ ნივთებს და პრაქტიკული მუშაობით გაიმყარონ სკოლის კედლებში მიღებული თეორიული ცოდნა.
პროგრამა ითვალისწინებდა თავდაპირველად სამთავროს ველის გვიანბრინჯაოს-ადრერკინის და გვიანანტიკური ხანის სამაროვანებისა და ნამოსახლარების დათვალიერებას. ამის შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებად განაწილდნენ მათთვის წინასწარ მომზადებულ ხუთ სამუშაო მოედანზე. მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ შემდეგ ნორჩი „არქეოლოგები“ საჭირო იარაღით აღჭურვილნი დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ „გათხრებს“.
თითოეული სამუშაო მოედანი სხვადასხვა პერიოდის და ტიპის სამაროვანს წარმოადგენდა. ბავშვებმა დიდი სიფრთხილით გაწმინდეს სამარხები . დაკრძალვის წესის მოხედვით მათ შეძლეს განესაზღვრათ თუ რომელ ისტორიულ ხანას განეკუთვნებოდა სამარხებში აღმოჩენილი ნაშთები. მოსწავლეებმა ყველა ნივთი გამოცდილი არქეოლოგების ხელმძღვანელობით და მეთვალყურეობით დააფიქსირეს სპეციალურად ამ პროექტისათვის მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“. , პროგრამაში შედიოდა აგრეთვე ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნი კერამიკული ჭურჭლის რესტავრაცია-აღდგენა მოსწავლეთა მიერ.

•51 –ე სკოლაში ჩატარდა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები და სხვადასხვა ღონისძიებები
•ისტორიის პედაგოგებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მასალები აფხაზეთის ისტორიის, აფხაზი და ქართველი ხალხის ტრადიციების და ადათ–წესების შესახებ
•2010 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა გაკვეთილები თემაზე „სოხუმის დაცემა“ .
•მოსწავლეებმა მოიძიეს და მოიტანეს ფოტო მასალები და პუბლიკაციები ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით.
•ასევე გაიმართა დისკუსიები, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით
•გაკვეთილების შემდეგ უფროსკლასელთა ჯგუფმა პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი

Wednesday, April 13, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)