51 –ე სკოლაში ჩატარდა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები და სხვადასხვა ღონისძიებები.
ისტორიის პედაგოგებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მასალები აფხაზეთის ისტორიის, აფხაზი და ქართველი ხალხის ტრადიციების და ადათ–წესების შესახებ
2010 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა გაკვეთილები თემაზე „სოხუმის დაცემა“ .
-მოსწავლეებმა მოიძიეს და მოიტანეს ფოტო მასალები და პუბლიკაციები ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით.
-ასევე გაიმართა დისკუსიები, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით
-გაკვეთილების შემდეგ უფროსკლასელთა ჯგუფმა პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.
Wednesday, September 28, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment