პროგრამის ფარგლებში ფონდის თბილისის მოზარდთა სახლი ხელმძღვანელობით სკოლაში ა.წ. 11 თებერვალს შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი Civic. კლუბის შემადგენლობაში შედის 20 მოსწავლე. მათი შერჩევა მოხდა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც წინასწარ იყო ჩამოყალიბებული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში. კლუბის სამუშაო დევიზია: ,,თავისუფალი აზროვნება თავისუფალ საზოგადოებას”. კლუბს გააჩნია სამუშაო წესდება და ლოგო.
კლუბი Civic ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში.
კლუბმა მონაწილეობა მიიღო PH International -ის მცირე გრანტების კონკურსში და წარადგინა 13 პროექტი
გამოავლინდა 7 გამარჯვებული სკოლა. მათ შორის 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრის მარი თურქიშვილის პროექტი – ,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა”, რომლის განხორციელებაზეც კლუბი ამჟამად მუშაობს.
პროექტი “მოხუცები სიცივის გარეშე”
ა. წ. 18 მაისს, 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა Civic და ფონდმა თბილისის მოზარდთა სახლი, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც 113 მოხუცი ცხოვრობს, განახორციელეს ერთობლივი პროექტი ,,მოხუცები სიცივის გარეშე”.
51-ე სკოლის ხელოვნების სტუდიის აღსაზრდელებმა მოხუცებისათვის გამართეს კონცერტი. კონცერტში მონაწილეობა თავად მოხუცებმაც მიიღეს.
პროექტი “ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა”
51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა Civic, ასევე განახორციელა პროექტი „ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა“. პროექტი განხორციელდა რამოდენიმე ეტაპად.
პირველ ეტაპზე ბავშვებისათვის შეიძინეს საჩუქრები: საკრავი ინსტრუმენტი ,,იამაჰა”, მაგიდის ფეხბურთი, აკვარიუმი თევზებით, სახატავი საშუალებები.
ა. წ. 25 მაისს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მოეწყო აქცია სისხლის ბანკში. მასწავლებლებმა, მშობლებმა და სტუდენტებმა ჩააბარეს სისხლი. ეს აქცია არ არის ერთჯერადი იგი გაგრძელდება მომავალშიც.
“დავეხმაროთ ბავშვებს”
ა. წ. 29 მაისს ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მშობელთა სახლის ტერიტორიაზე ეგიდით ,,დავეხმაროთ პატარებს”. კლუბის წევრებმა დაამზადეს და დაარიგეს 600 საინფორმაციო ფლაერი. აქციაზე მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები: PH International-ის წარმომადგენლები, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი, 51-ე სკოლის დირექტორი, ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები, სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები და წმიდა კვირიკეს და ივლიტას სახ. ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სახლს შესწირა ღვთისმშობლის ხატი და ტკბილეული. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 39-ე, 161-ე, 175-ე, 11-ე საჯარო და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა.
დაჯილდოვება
28 ივნისს 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაჯილდოვება. წარმოდგენილი იყო 51 სკოლის 16 წარმატებული კლუბი, რომლებმაც მოაწყეს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი Civic - ი ერთადერთი კლუბი იყო, რომელმაც ორი სერტიფიკატი მიიღო.
ამერიკული ორგანიზაცია PH International აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID–ის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში შედის საზაფხულო ბანაკებში სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეების დასვენება. წელს ჩვენი სკოლიდან ბაზალეთის საზაფხულო ბანაკში დაისვენებს ოთხი მოსწავლე : ანა ლითანიშვილი, მარიამ თურქიშვილი , მაგდა ლორია და თამარ კიკნაველიძე.
Wednesday, September 28, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment