Wednesday, September 28, 2011

მინი-კონფერენცია თემაზე “როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართელოს სხვა და სხვა კუთხეში

2010 წლის 22 დეკემბერს VI5 კლასმა წარმოადგინა მინი-კონფერენცია თემაზე “როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართელოს სხვა და სხვა კუთხეში“.

კლასი დაყოფილი იყო ჯგუფებად კუთხეების მიხედვით. მათ მომზადებული ჰქონდათ თემები ქართული კუთხური საახალწლო ადათ-წესების და ტრადიციების შესახებ, ფოლკლორის ნიმუშები(ხალხური ლექსები, ცეკვები, სიმღერები), ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული საახალწლო ნუგბარი და კერძი ჰქონდა გაშლილი ქართულ საახალწლო ტაბლაზე.

სამეგრელოს წარმომადგენლებმა სტუმრებს მეგრულ ენაზე მიულოცეს ლექსით ახალი წელი, სვანეთის ჯგუფმა საინტერესო ფოტო მასალა წარადგინა, მთიულები, გურულები და კახელები არ ჩამორჩნენ სხვა კუთხეებს და დარბაზი საკუთარი მუსიკალურობით და კუთხეების ისტორიის და ეთნოგრაფიის ზედმიწევნით კარგად ცოდნით მოხიბლეს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა გერსამიამ, VI5 კლასის მოსწავლეები , მიუხედავად მათი მცერეწლოვანებისა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში არსებულ ბავშვთა უნივერსიტეტში მიიწვია.

No comments:

Post a Comment