საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში– “რელიგიები და ეთნოსები საქართველოში” მონაწილეობა მიიღო 51–ე საჯარო სკოლის 11/4 კლასის გუნდმა.
პედაგოგი ანა კუპრავა–გოგოლაძე.
პროექტის მიზანი:
ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა
უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება
ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნების–”რელიგიები საქართველოში” და “ეთნოსები საქართველოში” პოპულარიზაციას
პროექტის მხარდამჭერი:
პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით
მონაწილე გუნდები:
ვიქტორინა–კონკურსში მონაწილეობდნენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლების 11–ე კლასელთა გუნდები
51–ე საჯარო სკოლის გუნდმა გამარჯვება და პირველი ადგილი მოიპოვა
გამარჯვებულთა დაჯილდოვება:
51–ე საჯარო სკოლის XI კლასელთა გუნდი: მარიამ თურქიშვილის, რუსუდან გურაშვილის, ანა ლითანიშვილის, ბექა ბატიაშვილის, გიორგი ახვლედიანის და ნინო მღებრიშვილის შემადგენლობით, პედაგოგი ანა კუპრავა–გოგოლაძე დაჯილდოვდნენ ციფრული ფოტოაპარატებით
მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები
51–ე საჯარო სკოლა დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელით
Monday, September 19, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment