Monday, September 19, 2011

პროექტი მცხეთა სამთავროს ველი საბავშვო არქეოლოგია

2010 წლის 7 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის 8/2 და 7/5 კლასის მოსწავლეთა ჯგუფი იმყოფებოდა სასწავლო - საგანმანათლებლო ექსკურსიაზე მცხეთაში
„ სამთავროს ველზე “, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ - ნაკრძალის ახალ პროექტში „საბავშვო არქეოლოგია“.

პროექტი მოზნად ისახავს მოსწავლეთა დაინტერესებას საქართველოს უძველესი ისტორიით, არქეოლოგიის როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას.
ბავშვები თავად უნდა გახდნენ არქეოლოგები - „აღმოაჩინონ“ და „შეისწავლონ“ მატერიალური კულტურის ძეგლები: გაწმინდონ, გაზომონ, დაათარიღონ, რესტავრირება ჩაუტარონ ნაპოვნ ნივთებს და პრაქტიკული მუშაობით გაიმყარონ სკოლის კედლებში მიღებული თეორიული ცოდნა.

პროგრამა ითვალისწინებდა თავდაპირველად სამთავროს ველის გვიანბრინჯაოს-ადრერკინის და გვიანანტიკური ხანის სამაროვანებისა და ნამოსახლარების დათვალიერებას. ამის შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებად განაწილდნენ მათთვის წინასწარ მომზადებულ ხუთ სამუშაო მოედანზე. მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ შემდეგ ნორჩი „არქეოლოგები“ საჭირო იარაღით აღჭურვილნი დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ „გათხრებს“.

თითოეული სამუშაო მოედანი სხვადასხვა პერიოდის და ტიპის სამაროვანს წარმოადგენდა. ბავშვებმა დიდი სიფრთხილით გაწმინდეს სამარხები . დაკრძალვის წესის მოხედვით მათ შეძლეს განესაზღვრათ თუ რომელ ისტორიულ ხანას განეკუთვნებოდა სამარხებში აღმოჩენილი ნაშთები. მოსწავლეებმა ყველა ნივთი გამოცდილი არქეოლოგების ხელმძღვანელობით და მეთვალყურეობით დააფიქსირეს სპეციალურად ამ პროექტისათვის მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“. , პროგრამაში შედიოდა აგრეთვე ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნი კერამიკული ჭურჭლის რესტავრაცია-აღდგენა მოსწავლეთა მიერ.

No comments:

Post a Comment