2011 წლის 11 მაისს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რესპუბლიკური მასშტაბის სასკოლათაშორისო კონკურსის მესამე ეტაპი გეოგრაფიაში დევიზით “დედამიწა ჩემი სახლია” რომელიც ამავერ სკოლის კურსდამთავრებულების- ლაშა ბეჟაშვილისა და გიორგი პურიჭამიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა .
დასკვნით ეტაპს წინ უძღოდა სასკოლო და რეგიონალური ტურები.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლები იყვნენ ჩართულნი.
პირველი ეტაპი გაიმართა 19 მარტს სკოლის მასშტაბით. გამარჯვებული ნაშრომები მეორე ეტაპისათვის გადაეცათ შესაბამის რესურსცენტრებს. რაიონულ ტურში გჰამარჯვებული ნაშრომები კი დასკვნითი, მესამე ეტაპისათვის 31 მარტამდე გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
კონკურსის დასკვნითი ეტაპისათვის 13 საჯარო სკოლის (თბილისის, ცაგერის, თელავის, რუსთავის, სენაკის, წნორის, სამტრედიის, სურამის, ხაშურის ) მოსწავლეთა საუკეთესო საკონფერენციო ნაშრომები გამოილვეთა
ნაშრომების განხილვამდე 51-ე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, მაია მაძღარაშვილმა წარმოადგინა სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბის მიერ ვაშლოვანის ნაკრძალში მოწყობილი ლაშქრობის ამსახველი ვიდეო რგოლი, რომელის ეძღვნებოდა ტრაგიკულად დაღუპული ლაშასა და გიორგის ხსოვნას.
კონკურსსანტების ნაშრომები შეაფასა ჯიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
მაია ბლიაძე - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, გეოგრაფიის სახელმძღვანელოთა ავტორი
ნოდარ ელიზბარაშვილი - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი
თინა ბალაშვილი - თბილისის მოსწავლეთა სასახლის გეოგრაფიის კაბინეტის გამგე
ნანა გოგაშვილი - 99-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, თბილისის საპატიო მასწავლებელი
რესპუბლიკური გეოგრაფიული კონკურსის გამარჯვებულები:
1 ადგილი - რუსთავის მე-20 საჯარო სკოლა: ანა წერეთელი, მარიამ პაიჭაძე.(ლია ჯოჯუა)
1 ადგილი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლა: თამუნა ბებიაშვილი, თამთა გოგელაშვილი. (პედაგოგი ნაილი წერეღთელი)
2 ადგილი - თბილისის მე-2 საჯარო სკოლა. ანა სოსელია (პედაგოგი ნუგზარ არჩვაძე)
2 ადგილი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. სოფო გოდერძიშვილი (პედაგოგი მაია მაძღააშვილი)
3 ადგილი - სურამის მე-3 საჯარო სკოლა. გვანცა ლოთუაშვილი. (პედაგოგი მაია ჩადდუნელი)
3 ადგილი - სენაკის მე-3 საჯარო სკოლა. ანა ჯულაყიძე (პედაგოგი თამარ ნარსია)
კონკურმა გამოავლინა აგრეთვე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები
ნომინაცია -“ეკოლოგიური პრობლემების გაშუქება”
ნომინაცია - “საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება”
ნომინაცია - “ორიგინალური ხედვა”
ნომინაცია - “ საუკეთესო ვიდეო რგოლი”
დასკვნითი ეტაპის ყველა მონააწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით
განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ქალბატონ ნაილი წერეთლის როლი კონკურსის მომზადების საქმეში, რისთვისაც კათედრის სახელით ვუხდით მადლობას
Wednesday, September 28, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment