საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციამ EUROCLIO-სთან ერთად დაიწყო საერთაშორისო პროექტის “ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით” განხორციელება
პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა რამოდენიმე სკოლა, მათ შორის 51-ე საჯარო სკოლა.
პროექტის პარგლებში ანა კუპრავამ 11/4 კლასში ჩაატარა საპილოტე გაკვეთილი თემაზე “გაყოფილი ლუკმა”, რომელიც შეეხებოდა უკრაინელთა მიგრაციას პროცესს საქართვე.ოში.
საპილოტე გაკვეთილს ესწრებოდნენ:
ევროკლიოს საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი, სოფიის,ტირნოვოს,პლოვდივის უნივერსიტეტების პროფესორი, ბულგარეთის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რუმიანა კიშევა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე პროექტის კოორდინატორი საქართველოს მხრიდან ნანა ციხისთავი
ისტორიის დოქტორი, პროექტის კოორდინატორი საქართველოს მხრიდან ელენე მეძმარიაშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კიკნაძე
ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის ევროპული სკოლის პედაგოგი მანანა შეყილაძე
ასიაციის წევრები: თბილისის N72 საჯარო სკოლის პედაგოგები ევა მამედოვა და ნინა ზულუმიანი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment